18 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენელი, ნინო ბოლქვაძე.
სათემო ორგანიზაციებს ხშირად მიმართავენ ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და მათი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებსა და ახალგაზრდებს, თუკი მათზე ოჯახის წევრები და ახლობლები ძალადობენ, რა საფრთხეების წინაშე დგება ოჯახიდან განკვეთილი არასრულწოვანი და რამდენად მგრძნობიარეები არიან სამართალდამცველები და სოციალური მუშაკები ლგბტ პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულისა და მსხვერპლის მიმართ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი
სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.