23 აპრილს შესრულდა 450 წელი უილიამ შექსპირის დაბადებიდან. ინგლისელ დრამატურგსა და პოეტს, რომელიც მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად არის მიჩნეული, ეკუთვნის 1590-1613 წლებში დაწერილი 37 პიესა, რომლებიც თარგმნილია მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ენაზე. ამ ფოტოგალერეაში გაეცნობით მისი პიესების მიხედვით შექმნილი თეატრალური დადგმების ამსახველ, სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ სურათებს.
შექსპირის მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
11
"რომეო და ჯულიეტას" რეპეტიცია ინდოეთის ქალაქ ბომბეიში. რეჟისორმა სიყვარულის ეს ტრაგიკული ამბავი მუსლიმ რომეოსა და ინდუისტი ჯულიეტას შორის გაათამაშა.
12
"ჰამლეტის" წარმოდგენა სარაევოს ეროვნულ თეატრში (ბოსნია-ჰერცეგოვინა). ამ სპექტაკლში ჰამლეტი მუსლიმი უფლისწულია ოსმალეთის იმპერატორის კარზე.
13
სცენა ჩრდილოეთ შვედეთის ქალაქ იუკასიარვის "ყინულის სასტუმროში" დადგმული "ჰამლეტიდან". შვედი მსახიობი და რეჟისორი როლფ დეგერლუნდი ყინულის თავის ქალით ხელში.
14
სირიელი ლტოლვილები იორდანიის ქალაქ ზაატარის ლტოლვილთა ბანაკის "შექსპირის კარავთან", სადაც "მეფე ლირის" საბავშვო დადგმის რეპეტიცია მიმდინარეობს.