24 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ლევან ხარატიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე. კულტურის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით 8-9 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია ფორუმი - "კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის".
ფორუმის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შემოქმედებით ინდუსტრიებთან დაკავშირებით და ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება.
რა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორი, რამდენად სჭირდება შემოქმედ ბიზნესს სახელმწიფოს დახმარება საინტერესო შემოქმედებით ჯგუფებთან დასაკავშირებლად, რა ადგილი უკავია "საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025"-ში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას და როგორია ეკონომიკისა და განათლების სფეროების განვითარებაში მათი როლი - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.