Accessibility links

შინ - უცხოეთში: პრაღელი სტილისტის საქართველოდან გამოყოლილი მაკრატლები


ქალის პარიკმახერი კაცს გაკრეჭს, მაგრამ კაცის პარიკმახერი ქალს კარგად ვერაო, უხსნის პრაღაში მცხოვრები სტილისტი-პარიკმახერი, აკორდეონისტი, გუგარ მანუკიანი ოქროპირ რუხაძეს, ავტორს რადიო თავისუფლებისა და „ტვ პირველის“ გადაცემა "პერსპექტივის" რუბრიკისა „შინ - უცხოეთში“. გუგარ მანუკიანი პრაღაში დაფუძნებული ოჯახის, სამი ვაჟის მამაა. მას სულ ახსოვს თბილისში, ლოტკინზე, მათ ეზოში მამამისის მიერ დარგული თუთის ხე, უზარმაზარი რომ გაიზარდა. სამშობლოდან ამდენი ხნის განშორების მიუხედავად, გუგარა მშვენივრად ბაასობს ქართულად და სიზმრებში სულ საქართველოს ხედავს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG