Accessibility links

„თუ ქვეყანა გიყვარს, აპოლიტიკური როგორ შეიძლება იყო“


შოთა ლელაძე

"უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარია სტრასბურგელი მხატვარი შოთა ლელაძე. მან დიზაინი ხარკოვში ისწავლა, კინოსა და თეატრის მხატვრობის განხრით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, თბილისში იმუშავა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ "ნიანგში". წარმოშობით ქუთაისიდანაა. ახლა თავისუფალი მხატვარია ელზასში. სტრასბურგში ცხოვრობს და მუშაობს. არის ფერმწერი, პოლიტიკური პლაკატების ავტორი. "უხილავი ფარდის" წამყვან ოქროპირ რუხაძეს ის „უმხელს საიდუმლოს”, რომ პოეტია და მწერალი. ამბობს, რომ „ჯიპზე ამხედრებული მოძღვარი იქ არ უნახავს“, რომ "თუ ქვეყანა გიყვარს, აპოლიტიკური ვერ იქნები“, რომ ის „ფრანგულ ბაზარს ვერ მოერგება“. შოთა ლელაძე ემიგრანტია, არის საფრანგეთის მოქალაქე და გვიამბობს, რატომ წავიდა საქართველოდან, როგორ ცხოვრობს, რას ფიქრობს ორი კულტურის, ორი სამყაროს შერწყმაზე შოთა ლელაძეში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG