25 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ გოჩა გაბოძე, წარმომადგენელი კოალიციისა მოძრაობა ცვლილებებისთვის და გიორგი ლიპარიშვილი, კომუნიკაციის სპეციალისტი ორგანიზაციაში "ხელი ხელს."
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ხელი ხელს" 5 თებერვალს 5 წლის ხდება. ამ დღიდან დაიწყება დეინსტიტუციონალიზაციის კვირეულიც. ორგანიზაცია 5 საოჯახო ტიპის სახლს მართავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სახლის გახსნას გეგმავს.
როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება საოჯახო ტიპის დაწესებულებებში, რას აკეთებს სახელმწიფო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების სოციალიზაციისთვის და როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.