Accessibility links

სოციალური საცხოვრისის მობინადრეები დახმარებას ითხოვენ


სოციალური საცხოვრისი ქუთაისში

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მობინადრეები შენობაში არსებულ პირობებს აპროტესტებენ. გასული წლის შემოდგომაზე განსახლებული ბენეფიციარების ნაწილმა აქცია გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებასთხოვა. ყოფილი კავშირგაბმულობის ხუთსართულიანი შენობა სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 2016-2017 წლებში გარემონტდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან ორ-ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. ერთ და ოროთახიან ბინებში შარშან, ოქტომბერში, 5 წლის ვადით შესახლდა 80 ოჯახი, სულ 350-მდე ადამიანი.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00

სოციალური საცხოვრისის მობინადრეები ამბობენ, რომ შენობას წყალი ყოველდღიურად საათ-ნახევრის განმავლობაში მიეწოდება, რაც არასაკმარისია. ამასთან, ბინებში ამ დრომდე არ ჩაურთავთ ბუნებრივი აირი, მიუხედავად იმისა, რომ მილები გაყვანილია. ბენეფიციართა ინფორმაციით, უხარისხოდაა შესრულებული სარემონტო სამუშაოები, რის გამოც წვიმის დროს კედლები სველდება და იატაკი უკვე დაზიანებულია:

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში

„ვარ უკიდურეს მდგომარეობაში ჩემი 5 შვილით. აქ რაც გადმოვედი, სოციალური დახმარება შემიჩერდა. აქ პირობები ცუდია. წყალი დილით მხოლოდ საათ-ნახევარი მოგვეწოდება, მეტი არა. ბუნებრივი აირი არა გვაქვს. წვიმის დროს ფანჯრებიდან წყალი შემომდის, კედლები სულ სველია, რაც ყველამ იცის. იატაკი დაზიანდა და ოთახის ნახევარში ვეღარ გადადიან ბავშვები, რომ არ ჩავარდნენ. მეუბნებიან, გავაკეთებთო და ჩემამდე ჯერ არავინ მოსულა“.

„არ არის წყლის გათბობის საშუალება საბანაოდ. ბავშვებიც და ჩვენც გაჭირვებულ სიტუაციაში ვართ“.

„ძალიან ცუდ პირობებში ვართ არა მარტო მე, არამედ ყველა, ვინც კი ვცხოვრობთ. თოთო ბავშვებით არიან. ჩემი შედარებით მოზრდილია, მაგრამ მასაც ხომ უნდა ნორმალური პირობები და ნორმალური ცხოვრება. ფანჯრები მაღალია - რამეზე თუ არ დავდექით, ისე ვერ ვაღებ. ფანჯრის გაღებისას მოვიტეხე ხელი. არ არის სარეცხის გასაფენი ადგილი, არ არის წყალი ნორმალურად, ბუნებრივი აირი არ მოგვეწოდება. პატიმრები ვართ“.

კომპანიას პროექტისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად არა აქვს ათვისებული, დარჩენილია 582 000 ლარი და არ მოხდება თანხის გადარიცხვა, ვიდრე არ გამოსწორდება ხარვეზები. გრძელდება საკითხის განხილვა ბუნებრივი აირით მომარაგების თაობაზე...
ჯონი არაბიძე

ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისი ქუთაისის მერიის ბალანსზეა. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ჯონი არაბიძის განცხადებით,სოციალური საცხოვრისის პროექტის შემსრულებელი კომპანია „სანოს“ წარმომადგენლებს შექმნილი პრობლემები უკვე აცნობეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა კომპანიამ ხარვეზები უახლოეს ხანში აღმოფხვრას:

„კომპანიას პროექტისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად არა აქვს ათვისებული, დარჩენილია 582 000 ლარი და არ მოხდება თანხის გადარიცხვა, ვიდრე არ გამოსწორდება ხარვეზები. გრძელდება საკითხის განხილვა ბუნებრივი აირით მომარაგების თაობაზე. საცხოვრისი უნდა აღჭურვილიყო ბუნებრივი აირის გამათბობლებით, თუმცა იქ არის ბუნებრივი აირის ღუმელები, რისთვისაც სათანადო ტექნიკური პირობები შენობაში არ არსებობს. ამიტომ მიმდინარეობს კომპანიასთან მოლაპარაკება, რომ ბინების ნაწილში, სადაც შესაბამისი პირობებია, დამონტაჟდეს ბუნებრივი აირის გამათბობლები და ნაწილში კი ელექტროგამათბობლები“.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობას ბინით დაკმაყოფილების განცხადებით 200-ზე მეტმა ოჯახმა მიმართა, სოციალური საცხოვრისისბენეფიციარები კი სპეციალურმა კომისიამ შეარჩია კონკრეტული კრიტერიუმების მიხდვით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG