18 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სანდრო ლომინაშვილი, Sou ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი. Sou ფესტივალი თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალია, რომელიც 2017 წელს თბილისში მეორედ ტარდება და თითქმის 2 თვის განმავლობაში, 15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით, 26 განსხვავებულ წარმოდგენას შესთავაზებს დაინტერესებულ ადამიანებს.
ფესტივალის პროგრამა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ახალი და დაგვიანებული დინებების შემოტანას ემსახურება და აერთიანებს როგორც ქართველ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან მოწვეულ შემსრულებლებს.
როგორ იკავებს თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნება ტრადიციულ, კლასიკურ სახელოვნებო სივრცეებს, რა რესურსი სჭირდება ფესტივალის სათანადოდ ორგანიზებას და რამდენად მიმზიდველია თბილისი და საქართველო არტისტებისთვის - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.