9 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სპორტული რეპორტიორი, "სპორტფოტოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეკა ელოშვილი. "სპორტფოტო" სპორტის ფოტოგრაფიის წახალისებას და განვითარებას ისახავს მიზნად და ყოველ წელს ამზადებს ფოტოგამოფენასა და კატალოგს. 2017 წელს გამოფენა 10 თებერვალს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.