20 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სანდრო კანდელაკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბისა და პრეაქსელერატორ "ზუმაუთის" მენეჯერი. ფაბლაბსა და პრეაქსელერატორს ბევრი ახალგაზრდა იყენებს თავისი ინოვაციური ბიზნესიდეის ან გამოგონების დასამუშავებლად და სტარტ-აპის შესაქმნელად. რა წესები უნდა გაითვალისწინო, როცა საკუთარი საქმის კეთებას იწყებ, რა უნარები სჭირდება ბიზნესის წარმოებას და რამდენად არის სათანადო განათლებისა და დანადგარებზე წვდომის შესაძლებლობა საქართველოში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.