სტოლტენბერგი: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა 5-6 დეკემბრისთვის ბრიუსელში დანიშნული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ და შეეხო ნატო-საქართველოს კომისიის მომავალი სხდომის საკითხსაც. სტოლტენბერგის თქმით, „საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მეშვეობით ჩვენ არაერთ სფეროში ვთანამშრომლობთ, კიბერთავდაცვით დაწყებული და ოპერაციების დაგეგმვით დამთავრებული.“ როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, 6 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებენ სფეროებზე, „რომლებშიც კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანამშრომლობის გაღრმავება, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოება.“ საქართველოს შესახებ ისაუბრა ნატოში აშშ-ის ელჩმა, კეი ბეილიმაც (ოპერატორი: მარეკ ჰაიდუკი).
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"