Accessibility links

3 იანვარს ,,თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115"-ის წევრი გოჩა ლობჟანიძე. სტუდენტებს უკვე 40 დღეა დაკავებული აქვთ თსუ-ს მეექვსე კორპუსი და განათლების სისტემის რეფორმირებასა და საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ. ,,აუდიტორია 115"-ის წევრები საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად პერიოდულად შეხვედრებს მართავენ პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრებთან, უნივერსტეტის რექტორთან, თუმცა ამ დრომდე რაიმე კონკრეტული პასუხი გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან არ მიუღიათ. რა მიღწევები აქვს სტუდენტურ პროტესტს განათლების სისტემის გაუმჯობესების საქმეში, როდემდე აპირებენ ,,აუდიტორია 115"-ის წევრები მეექვსე კორპუსის პიკეტირებას, რამდენად დაცულები არიან აქტიური სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცეში და რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი მოთხოვნების მიმართ - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG