Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის თაობაზე


6 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მან ისაუბრა ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებასა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. ანა ნაცვლიშვილის სიტყვებით, მოსამართლის მიერ დასაბუთებული განაჩენის გამოქვეყნებამდე ძნელია, სამართლებრივი თვალსაზრისით, განაჩენზე საუბარი. მაგრამ ნებისმიერი საქმე და სასამართლო პროცესი შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან – ერთია შინაარსი და მეორე – პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესი დახურული იყო, ანა ნაცვლიშვილის თქმით, რაც ჩანდა, იყო ის, რომ პროცესს ჰქონდა მნიშვნელოვანი ხარვეზი – უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, რაშიც წვლილი მიუძღოდათ უმაღლესი თანამდებობის პირებსაც. ამ საქმეში სასამართლომ ვერ შეასრულა მსგავსი ტიპის საქმეების მიმართ მასზე დაკისრებული ფუნქცია და, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში არსებობს კიდევ უფრო მეტი კითხვა, ვიდრე საქმის დასაწყისში იყო. სასამართლომ ვერ შეძლო საქმისთვის სკანდალური კონტექსტის ჩამოშორება და ვერ შეძლო საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დამაჯერებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი სურათი იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. შესაბამისად, ეს არის საქმე, რომელზეც მართლმსაჯულება ვერ განხორციელდა და სასამართლომ თავისი როლი ვერ შეასრულა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG