5 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი. მან იალაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების პერსპექტივებზე. დავით ზედელაშვილის თქმით, აღარ არსებობს ილუზია, რომ ხელისუფლება ახლა შეცვლის თავის დამოკიდებულებას და სექტემბრის ბოლოსთვის, როგორც ეს არის დაგეგმილი, მესამე მოსმენისთვის გაითვალისწინებს ოპონენტთა რეკომენდაციებს და წავა რაიმე სახის დათმობაზე, მით უფრო ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი თვითთმართველობის არჩვევნების წინ. ეს კი, მისი სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ შემდგომი ხელისუფლების პირობებში ცარიელ ფურცელზე, სრულიად ახალი კონსტიტუციის დაწერის აუცილებლობა დადგება. კონსტიტუციონალისტის განცხადებით, დღესდღეობით ჩანს დემოკრატიის სრული კრიზისი და საზოგადოებას ისღა დარჩენია, დაელოდოს ე.წ. საკონსტიტუციო მომენტს, როდესაც ახალი დემოკრატიული და პლურალისტულ საფუძველზე დამყარებული კონსტიტუციის წერა დაიწყება.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.