27 ნოემბრის დილის გადაცემის სტუმარი იყო სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ანა დიაკონიძე, რომელიც თსუ-ში კითხულობს სალექციო კურსს "შრომის და ეკონომიკის სოციოლოგია". საუბრის თემა იყო ციფრულ სამყაროში ადამიანის შრომითი ქცევის ცვლილება. რა გამოწვევები არსებობს თანამედროვე სამყაროში იმისათვის, რომ კონკურენტულები ვიყოთ დამსაქმებლებისთვის, როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან სოციალური გარიყულობა და წარმოადგენენ თუ არა რობოტები საფრთხეს, რომლებმაც შესაძლოა ადამიანური შრომა ჩაანაცვლონ - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობდით სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.