29 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" დირექტორი. მან ილაპარაკა ხელისუფლების ინიციატივაზე, რომელიც შეეხება მიწის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის საკითხს. საქართველოში დღემდე დაუდგენელია მიწის რა ფართობია სახელმწიფოს ხელში და რა ნაწილი - პრივატიზებული. არ არის მოწესრიგებული აღირცხვიანობა. დღეს მიწების უდიდესი ნაწილი არ არის სათანადოდ რეგისტრირებული და ერთიან ელექტრონულ საკადასტრო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არ არის. გიგლა მიქაუტაძე თვლის, რომ სახელმწიფომ მიწის მესაკუთრეები უნდა წაახალისოს მიწის ელექტრონული რეგისტრაციისკენ.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.