6 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლს". ორგანიზაცია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ახორციელებს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისთვის გამოყენებული სასჯელების ანალიზს.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, 2014-2016 წლებში საქართველოში 3 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და აქედან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 800-დან 1000-მდე შემთხვევაზე დაიწყო.
რა კატეგორიებად იყოფა ავტოსაგზაო შემთხვევები, რა სანქციებს იყენებს სასამართლო დანაშაულებების მიმართ და რამდენად არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული დარღვევები ასეთის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.