Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ დუმბაძე: რუსი ორივეს გვაძლევდა იარაღს, რომ ერთმანეთი გვეხოცა


თამაზ დუმბაძე
თამაზ დუმბაძე

20 დეკემბერს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და ვეტერანებმა საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს მაღალი სტუმრები არ აკლდა, - პირველი დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების, ეროვნული გვარდიის დაარსების დღე ეროვნულ დღესასწაულად ვერ იქცა საქართველოში. არადა, როდესაც 25 წლის წინ ეროვნულ გვარდიაში გაწვევა გამოცხადდა, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: კომისარიატები ვერ აუდიოდნენ მსურველთა მიღებას პირველ დამოუკიდებელ სამხედრო გაერთიანებაში. მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ გვარდიელი და ფორმიანი ადამიანი, სიყვარულის ნაცვლად, შიშსა და ძალადობასთან ასოცირდებოდა. ამის მიზეზი სისხლიანი სამხედრო დაპირისპირება და სამოქალაქო ომია, რომლის ეპიცენტრშიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო ქვედანაყოფი შექმნიდან სულ რაღაც ხუთ თვეში აღმოჩნდა.

ეროვნული გვარდიის ერთი ნაწილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრედ დარჩა და ბოლომდე იცავდა ქვეყნის ლიდერს ჯერ ალყაშემორტყმულ პარლამენტის შენობაში და შემდეგ სამოქალაქო ომის ბრძოლის ველზე, მეორე ნაწილმა კი დაამხო არჩეული პრეზიდენტი, რომლის მოქმედებაშიც ეროვნული ინტერესების ღალატი და პირველი სამხედრო ძალის დაშლის საფრთხე დაინახა. ეროვნული გვარდიის წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორია ჯერ კიდევ „ტერა ინკოგნიტაა“ ქართველი მკვლევრებისა და ისტორიკოსებისთვის. და მართლაც, ძნელია ობიექტურად განსჯა იმ მოვლენებისა, რომელთა ცოცხალი მონაწილეებიც აგრესიულად ეკიდებიან მოწინააღმდეგეების არგუმენტებს და მხოლოდ საკუთარ სიმართლეს აღიარებენ, თუმცა, როცა საქმე-საქმეზე მიდგება ხოლმე, ორივე ბანაკის წარმომადგენლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ეროვნული გვარდიის გახლეჩამ და თანამებრძოლების იარაღით დაპირისპირებამ, საბოლოო ჯამში, მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩვენი სტუმარია, გენერალი თამაზ დუმბაძე. 25 წლის წინ ჩვენი თანამოსაუბრე, თენგიზ კიტოვანთან ერთად, ეროვნული გვარდიის შექმნის სათავეებთან აღმოჩნდა. როგორც გენერალი დუმბაძე იხსენებს, მან და რამდენიმე კაცმა ეს დავალება პირადად ზვიად გამსახურდიასგან მიიღეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG