„თანასწორობა გვჭირდება! თან ასწორებს!"
„თანასწორობა გვჭირდება! თან ასწორებს!" - ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად და რომლის პრეზენტაცია 29 სექტემბერს პირველი კლასიკური გიმნაზიის ეზოში გაიმართა. კამპანია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იმართება, მთელ საქართველოს მოიცავს და მიზნად ისახავს ქალთა გააქტიურებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში. ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა 12%-იანი მონაწილეობა საკმარისი არ არის გენდერული თანასწორობის მისაღწევად, მიიჩნევს გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი და ყველას ურჩევს გახდნენ ამ კამპანიის ნაწილი.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"