Accessibility links

ავტორი: ნათია ხუციშვილი

ოთხი ათწლეული მოსეს ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე დასჭირდა არა იმიტომ, რომ ამ ობიექტებს შორის 40 წლის სავალი გზაა, არამედ იმიტომ, რომ მონობაში გაზრდილ -აღზრდილი ხალხი ვერასდროს შექმნის თავისუფალ, პროგრესულ საზოგადოებას. თაობები უნდა შეიცვალოს.

ეს კიდევ ერთი არგუმენტია რომ ვთქვათ: ჩვენ მხოლოდ თაობების ცვლა გვიშველის.

ვინ გვყავს ჩვენ დღეს?

° ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც დღემდე ფიქრობენ, რომ ქალის უპირველესი (ქრონოლოგიურად რიგით პირველი!) დანიშნულებაა გამრავლება და ვერაფრით ხვდებიან, რომ დღეს ქალი ვეღარ ''ჩაბარდება პატრონს'', რადგან დღეს ქალი, ხშირად, თვითონაა ქმრის პატრონი და მარჩენალი.

° რადგან დღეს ქალი ''ინსტიტუტის'' დამთავრებისთანავე, 20-21 წლის ასაკში ვერ ''მოეწყობა'' სამსახურში, რადგან დღეს, ''ინსტიტუტის'' დამთავრების შემდეგ ქალს უწევს იმის დამტკიცება, რომ კონკურენტუნარიანია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დასაქმებული მოქალაქე.

° რადგან დღეს ადამიანი შემოქმედებითი პერსონაა, არ კოპირდება ბელადთა ჩარჩოებში და მას სჭირდება საკუთარი სივრცე, რომ იფიქროს, რომ განვითარდეს და რომ მრავალთაობიანი ოჯახები სულაც არაა მისთვის განვითარების პირობა. დღეს ქალს/ კაცს სჭირდება თავისუფლება, მეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რათა სახლში შესვლისას ვიღაცისგან ''ბავშვის'' დაძახებას და პურზე კარაქის გადასმას არ ელოდეს.

ჩვენი მშობლების თაობავ! დღეს გათხოვება აღარ უდრის 1 წელში ოჯახში მატების სადღეგრძელოს თქმას, დღეს აღარაა ''აშენებული'' სსრკ და მოკლედ: ნუ გვთხოვთ იმ პირობებით ცხოვრებას, რაც ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG