Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მიშას სვანეთი” ანუ ვოიაჟი “კაზანტიპურად”


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ბავშვობიდან ოცნებად მქონდა ერთ ადგილას წასვლა, ავიხდინე კიდეც. დაუვიწყარი ხუთი დღე გავატარე სვანეთში. ბევრი მსმენია, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადაჭარბა. ვნახე უკვე “გამიშებული” სვანეთი, ნამდვილად ეტყობა მისი არქიტექტურული კიჩი. ძველი სვანეთი მხოლოდ ეკლესია-მონასტრებში, ლატალის დანგრეულ საფეხურიან კიბესა და უშგულში იგრძნობოდა. მესტიის ცენტრი სიღნაღსა და ძველი თბილისს მოგაგონებს, მხოლოდ ერთი სხვაობაა _კოშკები. “მიშისტური” ასფალტის გავლით პირველ სოფელ ხაიშას მივადეგით, რის შემდეგაც გავირბინეთ ხელით გამოჭედილ გვირაბებში. რაც უფრო მესტიას ვუახლოვდებოდით განცდა მქონდა ძველი და შემორჩენილის ხილვის, მაგრამ გაკეთებულმა და გარემონტებულმა ქალქმა ჩემი თვალი სხვანაირად მოჭრა. გაგონილი მქონდა ძლივს გადიოდნენ ამ გზებს, თითქმის ნახევრად ტალახში ეფლობოდნენ ისე ეუფლებოდენენ იმ სილამაზე მთებისა და სიმდიდრეს. რაც თავად დამხვდა სვანეთის ნახვისას. ახლა არ მოვყვები საუკუნების აღწერას დროის და ისტორის მონაცემებს, ერთ ვიტყვი რომ 9-13 საუკუნების ეკლესიები, მასში დაცული ფრესკები და დალუქული ხატები ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, როგორ ახრხებდნენ ამ მთიან ადგილას ყველაფრის შენარჩუნებას? მოქროვილი ხატები, ჯვრები, იქ ჩატარებული ლოცვა და წირვა სულ სხვა აურას იძლევა დროს შეგრძნებას დაკარგინებს. შეიძლება ბევრმა ილუზიად ჩათვალოს და გარეულ ფანტაზიას მიაწეროს, მაგრამ ფაქტი უტყუარია. რელიგიური რიტუალები მისტიკასთან ასოცირდება. ამ ქვეყანაში ბევრი რამ მისტიური მოვლენა, თუნდაც ქართული კაზანტიპი, სადაც ყველაფერი პროგრესულისა არ იყოს ჩვენში “გოიმურ” ხასიათს ატარებს. ცოტა თემისგან გადავუხვიე, მაგრამ ჩემი ერთი ორი მკითხველი ამას მაპატიებს. თავად არ გეგონოთ გართობის წინაღმდეგი, რაც ჩვენს ხასიათს არ შეფერება იმაში ხელს ნუ გავისვრით, ყველამ თავის გასართობი ნახოს, ვისაც როგორ ესმის ისე მოილხინოს. მაგრამ უგემოვნებას, გაორმაგებულ ფასებს და ღია სექსს სანაპიროზე ვერ ავიტანთ. აი, ასე ფიქრობს რიგითი ქართველი ზარამტრუდა-პანდაგოელ. ბევრი შეროჰომსები გვინდა მრავალი თავგადასავლებისთვის. არნახული სიმდიდრის სანახაობა, თემას რომ მივუბრუნდე, სვანეთის და უშგულის მუზეუმებია. შუა საუკუნების მონასტები და სამკაულები თვალის ჩრდილის ანარეკლია. თუმცა თეთრულდის, შხარას და უშბის სიმდიდრის ფასი შეუფასერებელია. წალაჭის მყინვარი ხრიოკიანი ქვებით გაწერილი მიმავალი გზა ენგურის სიჩქარის და ყინვის ფარდია. გზად თავი მაცივარში მეგონა. კაზანტიპის მსგავსად ჰარმონიული ქართული ჰანგები ისმოდა. ერთი განსხვავებით საცურაო კოსტუმებით არ დადიოდნენ, თუმცა არც მაგის დანაკლისი იყო. იმდენი იძახეს კაზანტიპი მართლაც სვანური წესით ტარდება. ფასებზე ზევით ვილაპარაკე და კონკრეტულადაც ბევრჯერ დაიწერა. სიტუაციაც და მუსიკაც სვანური გამოსდით. მართალი გითხრათ სვანეთში უფრო მეტი უცხო ტურისტი ვნახე და ბევრად გახდილიც. ამიტომ მოდევნო კაზანტიპი ენგურის მიდამოებთან ჩატარონ უფრო მართებული იქნება. მეგრული კაზანტიპი სვანურით შეიცვლება. ერთი მეორეს რომ შევადაროთ სრული ქაოსია. ასეთ ცხოვრებას კი ვართ მიჩვეულები, საიდან ვინ შემოგვიტიებს ქარი, მეხი თუ რუსეთი მაინც ტურიზმის ზენიტში ვართ. ზღვისპირა ფესტივალი თუ ყინულოვანი ჰაერი სრულ ჰარმონიაშია. ერთი პრობლემა ვერ ვიზრდებით, ვეჭიდებით ევროპას, მის სიახლებს, მაგრამ ასოცირებულ ქვეყანას მედიკამენტები უნდა რეცეპტის გარეშე. დრო წინ მიდის, შევეგუოთ კაპიტალიზმს, დავივიწყოთ კომუნისტური შეღავათები, მივიღოთ ტურისტები წესიერ ფარგლებში, და ჩვენვე ვიხეირებთ. ფინანსები ბევრის გადამწყვეტია განსაკუთრებით სვანური შემოსავალი. ამ პატრა მხარეში, რომელიც მთებით შეკრულია ცხოვრების დონე ნებისმიერი თბილისელისთვის შესაშურია. “მიშას სვანეთიში” ბევრი რამე მიღებელი შეუთავსებელია საქართველოსთვის, მაგრამ რიგითი ტურისტი ასეთი მდიდარი ტურისტულის ზოლნის მნახველი არ ვარ, სხვა რეგიონის ცხოვრების სტილს ვერ შევადრი.ამ გაუსაძლისი სიცხის ფონზე დაუვიწყარი ხუთი დღე იყო, საოცარი ჰაერით. ანაკლიის არ იყოს სვანური ფასებიც გაგაოცებდათ. ბევრი რამის ყიდვის სურვილი გაქვთ. თუმცა გათვლილი უცხოელი ტურისტებისათვის შენთვის შეეუძლებელია. მთავარი მაინც ისა რომ უფასო სუფთა ჰაერი ბევრი ვისუნთქე, ამაზე მაინც არ არსებობდა ლიმიტი. თუმცა “სოჩიკი” მოქმედებს ფული გეწურება და გიწევს უკან დაბრუნება. თბილისში უჰარეო და დასიცხულს ქუჩებში, უჰაერო და სხვადასხვანაირად დაბინძურებულ გარემოში. პატარა თუ დიდი პრობლემების გარკვევაში, წვრილმანების მოგვარებაში, მაგრამ კარგი ის არის მოგონებები გრჩება და იოლად გადაგაწყვეტრინებს რთულ სიტუაციაში აღმოჩენისას. ასეთი ცხელი ზაფხული არ მახსოვს აგერ უკვე 30-ს გადავაცილე, სიტუაციაც ცხელი აღმოჩნდა.Eენგურის სიჩქარივით რომ მივდიოდეთ ყველაფრის გადაწყვეტილების დრო “ყანა” აღარ გვერქმეოდა. განვითარებადი ქვყენების სიაში ვიყავით, როცა გეოგრაფისა ვწსავლობდი 15 წელი გავიდა, თუმცა სიტუაცია არ გვცლის წინსლის მიუხედავად. თეთრულდვით ბოლო წვეტიანი გვაქვს, უშბასავით გახლეჩილი და შხარასავით მიმოფანტული თოვლივით. სვანური ხასიათის არ იყოს ბევრი დაუცინავი დასაცინი ვითარება მრავლდება. მიუხედავად გრილი მხარისა ეზოს ყვავილებმა მომხიბლა, გასაკვირია სიმინდი მუხლამდე არ იყო გაზრდილი, თუმცა ბევრი სხვადასხვა ჯიშის ყვავილი ისე ხარობს როგორც სამეგრელოს ეზოს ბაღებში. სხვა რამეშიც დავინახე მსგავსება, ეკლესიების სიძველეს და სიმდიდრეს თუ არ ჩავთვლი, პირველად მივირთვი სვანური ელარჯი კარტოფილის, სულგინით მომზადებული ფეტვის ხაჭაპური, კუბდარზე არ ვილაპარებ. სამზარეულო ნოყიერი და მადიანი, ვერ გეტყვით მოვიმატე თუ მოვიკელი, მანამდეც არ ვუჩიოდი წონას. კომპექსი წონის შესახებ აცდენილი მაქვს. ერთ თავისებურებაზე შევაჩერებ კიდევ ყურადღებას, მესტიაში თითქმის ყოველ მეორე ქალს შავი სამოსი ემოსა. ქართველებს შავი ფერი გვიყვარს, მაგრამ ახსნა მოიძებნა გვარში თუ ერთი გარდაიცველა ყველამ შავი უნდა ატაროს. ეს ყველაფერი იქაურ ტურისტულ ფონზე ცოტა ფერმკთალი ჩანდა. ძველი ხალხის გამოთქმა, სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო, თუმცა “შლიაპა” თუ იქნება ეგეც მისაღებია. ცოტა შტრიხები არ გვაწყენს მომავლის სვანეთში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG