Accessibility links

ავტორი: ანა მოსაშვილი

4 ივნისი კვლავ ლონდონი...

მსოფლიო მედიის ეპიცენტრში სისხლიანი ქუჩებია...

კვლავ შემზარავი ტერორისტული აქტი და უდანაშაულო მსხვერპლი...

3 დღის განმავლობაში სისხლიანი ტერორის ტალღამ, ასევე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს გადაუარა, სადაც 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლონდონის და ქაბულის მსგავსად,ტერორის დილა მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაშიც არაერთხელ გათენებულა.

ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანთა ხოცვა–ჟლეტვა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჩვენც უკვე დიდი ხანია, მორალური ტერორის ქვეშ ვცხოვრობთ და დილით ამ გრძნობით გაღვიძება უცხო არაა.

ტერორისტულ ჯგუფთა საერთო რაოდენობის შედარება, დასავლეთის ქვეყნების არმიასთან,, რომელთაც მათი განადგურება ძალუძთ სასაცილოა.

თუმცა, ფაქტია მათი ბრძოლის მეთოდებით საფრთხის შეკავება ვერ ხდება. პირიქით, ტერორის შავი ღრუბელი უფრო მეტს ქალაქს ფარავს და ცდილობს ის ვინც, მათ მიერ ჩადენილ სიკვდილის აქტს გადაურჩება, მომავალში შიშის და ძრწოლის ქვეშ აცხოვროს.

თითოეული ჩვენგანი უკვე დიდი ხანია შეეჩვია ადამიანთა ტკივილს და თავზარდაცემი ტრაგედიისგან შექმნილ შეშლილ სახეებს. მხოლოდ სიტყვებით, ყვავილებით, სოციალური ქსელში თუ უმაღლეს ტრიბუნაზე გაჟღერებული განცხადებებით, ვერც მორალურ პასუხისმგებლობას გავექცებით და ვერც არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ. დიდი ხანია, სასტიკი და დაუნდობელი თამაშის წესებს ტერორისტები აწესებენ და არა ჩვენ.

დღეს თითოეული ჩვენგანი ამ უსისხლო არსებებისგან დაუცველნი ვართ. არავინ იცის, მათ მსოფლიოს რომელ წერტილში შევხვდებით. არც ის ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს ბრძოლა და კიდევ რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეეწირება. ძნელია, ასევე იმის მტკიცება, რომ ამ ომს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ, იმიტომ რომ ისინი სწრაფად მრავლდებიან და ცდილობენ ყველა ქვეყანაში თუ მოქალაქის მეხსიერებაში სისხლიანი კვალი დატოვონ.ამით საკუთარ სიძლიერეს ხაზს უსვამენ და მორალურ ტერორში გვამყოფებენ. ამ ვითარებაში კი აშკარაა, რომ მსოფლიოს ლიდერმა სახელმწიფოებმა უფრო მეტი მონდომება, დრო და რესურსი უნდა დახარჯონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტერორის დილა გაგვითენდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG