Accessibility links

ძველი სახეები ახალ პარტიებში


ავტორი: გურამ ავალიანი

გამოთქმა, რომ თუ ოცდახუთი წლის ასაკშილიბერალი არ ხარ გული არ გაქვს, ხოლო ორმოცი წლის ასაკში კონსერვატორი, მაშინ ტვინი, ხშირად ჩერჩილს, ჯონ ადამს, ედმუნდ ბურკეს თუ სხვას მიეწერება- ბუნდოვანი წარმომავლობის მიუხედავად მისი აზრი ნათელია- ადამიანები და შესაბამისად მათი შეხედულებები იცვლებიან,რაც შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებად მიიჩნეოდეს წლების მერე აბსურდად წარმოგვიდგება, შესაბამისად პოზიციის ცვალედობაც ბუნებრივია.თუმცა ფასეულობათა გადაფასება ეტაპობრივი პროცესია და არა უეცარი გამონათება, რომელიც სერიოზულ დეტერმინანტებს მოითხოვს. ქართულ პოლიტიკაში კი, პოზიციის ცვლილება ხშირი და ბუნებრივი მოვლენაა. ამ ბლოგში არ ვისაუბრებ ქართველ პოლიტიკოსთა იდეოლოგიურ რწმენების გარდაქმნებზე, რადგანაც მივიჩნევ, რომ გამმიჯნავი ხაზების არარსებობის პირობებში აბსურდია მათზე ყურადღების გამახვილება, გარდა ამისა პოპულისტური რეალობა უმეტეს აქტორს კარნახობს განხილვად თემებს თუ სამუშაო სფეროებს.აქცენტი გაკეთდება პოლიტიკოსთა მიერ ოფიციალურ პოზიციების- პარტიების ხშირ ცვლილებებზე.

დიდი პოლიტიკური წარსულის მქონე ცოტა ვინმე თუ შემორჩა საქართველოში, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში ერთ პარტიას ემსახურებოდა. უმეტესობამ პოლიტიკოსთაგან, ერთი ან რამდენიმე ბანაკი გამოიცვალეს. ბევრი მათგანი ამაყობს ამით და საკუთარ დიდ პოლიტიკურ გამოცდლებაზე საუბრობს. იმისთვის რომ გავიგოთ, თუ რატომ ტოვებენ პარტიას, მოკლედ განვიხილოთ რატომ წევრიანდებიან მათში. წევრობის მიზეზებზე საუბრისას ყველაზე ხშირად ჟღერდება 3 ფაქტორი-აჩევნებში მოგების სურვილი, იდეები და პრინციპების რწმენა, საერთო ინტერესები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარტია ან ხელისუფლებისთვის მებრძოლი აქტორი, ან იდეების გამტარებელი გაერთიანება,ან ინტერესების განმახორციელებელი პოლიტიკური ორგანიზაცია.. პოლიტიკოსთა წევრობის სურვილის საფუძველიც ამ სამიდან ერთერთშია. იქნებ მიზეზ-შედეგობრივი პრინციპმა გვიკარნახოს მათი დატოვების დეტერმინანტები.

პირველი ფაქტორიდან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ხედავენ რა არჩევნებში გამარჯვების შანსებს, ცვლიან ბანაკს- პრაგმატული ხედვა, რომელიც ერთი შეხედვით ლოგიკურად ხსნის სიტუაციას. არჩევნებში გამარჯვების სურვილი ბევრი პოლიტიკოსის მთავარი მოტივაცია. ამის გასაკეთებლად, საჭიროების შემთხვევაში პარტიის ცვლაც საკმაოდ გასაგებ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ . დამადასტურებელი მაგალითებიც მრავლად გვაქვს. საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში ადგილის დასაკავებლად, წინასაარჩევნოდ მხარეების ცვლა გავრცელებული პრაქტიკაა. საზოგადოება შეეჩვია უკვე, რომ აქტორი ყველასათვის მოულოდნელად, შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირების ერთიდან მეორე ფლანგზე აღმოჩნდეს. მმართველი პარტიის არაერთი წევრი მანამდე წინა ხელისუფლების მხარდამჭერი იყო(ანზორ ბოლქვაძის ფიგურა რამდენად ღირს). თუმცა მიუხედავად ამისა, არჩევნებში გამარჯვების მიზნით პარტიათა დატოვება უფრო გამონაკლისია, ვიდრე კანონზომიერება. საქმე რომ მხოლოდ გამარჯვების მოპოვაბაში იყოს, მაშინ პოლიტიკოსები განაწილდებოდნენ მხოლოდ ძლიერ პარტიებში და სავარაუდო გვექნებოდა ერთ ან მაქსიმუმ ორპარტიული სისტემა. თუმცა პრაქტიკაში ბევრი ძლიერი პოზიციებსაც ტოვებენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნაციონალური მოძრაობის გაყოფა 2017 წლის დასაწყისში.

იდეისმიხედვით შეკრულ პარტიის წევრობა ერთგულების უფრო დიდ ხარისხს მოითხოვს, შეაბამისად მასგან განცალკევება ფასეულებათა გადაფასებას გულისხმობს. პოლიტიკურ შეხედულებათა შეუსაბამობა ხსნის ნაციონალური მოძრაობაში განხეთქილებას. თუმცა ქართულ პარტიულ პოლიტიკაში იდეების და ხედვების დეფიციტია და ხშირად მათი ერთგულება კი არა, რწმენის ნაკლებობა ხდება პოზიციების ცვლილების მიზეზი.გარდა ამისაცოტა პოლიტიკოსს თუ ვიცნობთ, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული ხედვა-რწმენები, რომელსაც მიჰყვება თავისი მოღვაწეობის განმავლობაში.

ალბათ საერთო ინტერესები ქართულ პარტიებში წევრობის ყველაზე დიდი სტიმულია. აქედან გამომდინარე, მათი შეუსაბამობა ყველაზე ნათლად ხსნის განხეთქილებების მიზეზებს. აქტორები ერთიანდებიან საერთო მიზნებისთვის და განხორცილების შემდეგ, ან პირიქით მისი განუხორციებლობისას მათი გზები იყრება. კიდევ ერთი მარტივი ახსნა, რომელიც ერთი შეხედვით გასაგებს ხდის ქართველ პოლიტიკოსთა მერყეობას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს- „თუმცა“. უკვე ვთქვი, რომ ცოტას აქვს ჩამოყალიბებული ხედვები და მიზნები. გარდა ამისა, ბევრისთვის(სამწუხაროდ) პოლიტიკოსობა უბრალოდ სამსახურია ბიურიკრატიულ პარტიულ თუ სახელმწიფო სტრუქტურაში. როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე ბიუროკრატიულ სისტემაში ინდივიდუალური ინტერესების განსაზღვრა ყოველთვის რთულია, ეს ფაქტი კი ეწინააღმდეგება ამ ახსნას, რადგანაც განხეთქილება ყოველთვის კონკრეტულ მიზეზებს მოითხოვს.

საერთო ჯამში განხილულიდან ვასკვნით, რომ ქართველ პოლიტიკოსთა მიერ პარტიათა ხშირ ცვლას ერთი კონკრეტული მიზეზი ვერ ხსნის. ერთეულ შემთხვევებს აქვს თავისი დეტერმინანტი. პრობლემის სისტემური ხასიათის ასახსნელად ისევ სისტემურ ხედვებსუნდა მივმართოთ და შევეცადოთ გავაერთიანოთ სამივე ძირითადი ფაქტორი ჰიბრიდში. საქმე იმაშია რომ,საქართველოში ადამიანებს რომლებსაც აქვთ ძალაუფლების მოპოვების სურვილი-ინტერესი, ამისთვის უჩნდებათ იდეა შექმნან ან გაწევრიანდენ მაქსიმალურად საყოველთაო მხარდაჭერის მქონეპარტიაში, რათა მოიპოვონ გამარჯვება არჩევნებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველ პოლიტიკოსთათვის პოლიტიკოსობა და ძალაუფლების მოპოვება არის თვითმიზანი. ამ შემთხვევაში პარტია უბრალოდ პლათფორმა- სამუშაო ადგილია, რომლის შეცვლა შეიძლება კარიერული პრეფერენციების შესაბამისად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG