Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გემოს + ვნება, ანუ რაზეც ვდაობთ


ავტორი: ხატია ჭანიშვილი

გემოვნებაზე არ დაობენო, თუმცა, მოდი და ნუ იდავებ. ეტიმოლოგიურად საკმაოდ საინტერესო სიტყვაა გემოსა და ვნების შერწყმა. რომ დავუკვირდეთ, გემოს ჭამასთან დავაკავშირებთ, ვნებას კიდევ უფრი ინტიმურთან, თუნდაც სექსთან, ჰოდა, ასე მივიღეთ გემოვნებისგან ჭამა და სექსი. არა, არ გეგონოთ, ფილმზე საუბარს ვაპირებდე, მაგრამ ეს ის 2 თემაა, რომლებზედაც სულ დაობენ, ჰოდა, მოდი, ჩვენც ვიდავოთ, ოღონდ ვიდავოთ ერთ მთლიანობაზე, გემოვნებაზე, ოღონდ აქცენტით მუსიკაზე...

ალბათ, არც ერთ ჩვენგანს გაუკვირდება ის, რასაც ახლა მოვყვები, არაფერია ისეთი სასიამოვნო, როცა ქუჩაში მიდიხარ და შენი საყვარელი მუსიკა აგიკლავიშდება ყურებში, მაგრამ თუ გაინტერესებთ, როგორია ჯოჯოხეთი, მაშინ ჩასხედით თბილისის სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებსა და ზოგადად ტაქსიში და თქვენ უგემოვნობის ცეცხლში დაიწვებით...

მე რადიკალური ვარ და თავს იმით ვიმართლებ, რომ დებატი გავუმართე „მაყვალას“, „რამდენი მალოდინეს“ და „ჩემო კაკლის მურაბას“... კაკლის მურაბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ გემოს ამბავია, ვნებას მასში ნამდვილად ვერ იპოვით...

ყველაზე სასაცილო მაინც ის მგონია, გემოვნების არქონას სხვას რომ ვაბრალებთ: „შემოგვთავაზონ უკეთესი და იმას მოვუსმენთ“ ან „რასაც გვასმენინებენ, იმას ვუსმენთ“... მაგრამ ხომ იცით, არის ჩვენში რაღაც დარდიმანდული, მაგრამ ამას სულაც არ განვიცდით, პირიქით, თუ ოდესმე ამაზე დავფიქრდებით, არც დავიდარდებთ... მაგრამ ქართული შოუბიზნესი ხომ სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებზე დგას, საძირკველი მაქვსო, ჩვენმა შოუბიზნესმა უნდა თქვას, ჰოდა, ასეთ საძირკველზე დაშენდება მერე ვიღაც, ვინც იტირებს და ცრემლებს დაღვრის დაკარგულ სიყვარულზე, ბედკრულ სამშობლოზე, აყვავებულ დეკაზე, წესებზე, როგორ არ ვიქცეთ ეშმაკად და რა ვიცი, სასიმღეროს რა გამოლევს... არადა ნათქვამია, ბედნიერია ის, ვისაც დაკარგული აქვს სურვილი, სხვას რამე უმტკიცოსო, მაგრამ რა ვქნა, ვინმე თუ მეტყვის, ,, Uriah Heep-სა’’ და ,, Black Sabbath-ს’’ ნინო ჩხეიძის რომელიმე სიმღერა მირჩევნიაო“,გემოზეც ვიდავებ და ვნებაზეც, მაგრამ ბოლოს ერთი კითხვა მაწუხებს, იქნებ იცოდეთ ვინმემ, რა კავშირია თოვლიან მთებს, თოვლიან გზებსა და სიყრმის მეგობრებს შორის?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG