Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღლილი გერმანია


ავტორი: Marie DuBois

ამ ბლოგის დაწერა გერმანელების საახეებზე დაკვირვებამ გადამაწყვეტინა. სახეები, რომლებსაც ყოველ დღე 1000-ობით ვხედავ ქუჩაში, ტრამვაიში, მეტროში, მატარებელში მოწყენილია და მარტოსული. საკმარისია, რამე ჰკითხოთ, მაშინვე ცოცხლდებიან, იღიმიან, ხუმრობენ. დაასრულებთ თუ არა საუბარს – ისევ იწყენენ.

ვხუმრობდი ხოლმე, გერმანელები ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე ისტრესებიან, თბილისის მარშრუტკაში 1 საათით რომ აუშვა ფსიქიატრიულში დაწვებიან მეთქი. დღეს ასე აღარ ვფიქრობ, მათი სტრესი რეალურ სტრესად მიმაჩნია და ვხვდები ამ ემოციური მოწყვლადობის* მიზეზს.

კარგი სამსახური, სტაბილურობა, ხელფასი და ცხოვრების მაღალი ხარისხი აქ უდრის ადამიანების დილის 6 საათზე გაღვიძებას, გონების მუდმივ მობილიზებას, პასუხისმგებლობის დიდ გრძნობასა და მუდმივ კონკურენციულ მარათონში ყოფნას.

თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარ თავსა ან ოჯახზე აღებული, არამედ სრულიად უცნობ თანამოქალაქეზე, რომელიც ვერ მუშაობს და დახმარება ჭირდება რათა იცხოვროს (იცოცხლოს- ძალიან დაბალი თამასაა).

ყოველივე ეს ხდება არა რაღაც წესის ან კანონის გამო, არამედ სრული შეგნებითა და გაცნობიერებით, რადგან ეს წესები და კანონებიც მათი დადგენილია.

მახსოვს, გერმანიაში ყოფნის მეექვსე თვეს, ოჯახიდან (რომელთანაც ვცხოვრობდი) რომ წამოვედი (ოჯახისწევრთა ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობის გამო), ნაცნობი გერმანელები როგორ შეწუხდნენ, როგორც შერცხვათ, რომ მათ ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანს მათმა თანამოქალაქემ იმედი გაუცრუა. თუმცა, ჩემი მაგალითი ფაშიზმის ტრამვასთან შედარებით რა მოსატანია, მაგრამ პირველად მაშინ დავინახე რეალურად და დავაფასე ამ ერის ღირსება- გაინაწილოს პასუხისმეგბლობა და მთელი მონდომებით გაჩვენოს საკუთარი კარგი მხარე!

აქ არავინ ტრაბახობს თავისი წარსულითა და აწმყოთი (გარდა ბაიერნელებისა :))))), არავინ ხარჯავს ამაში სიტყვებს, უბრალოდ საქმეს აკეთებენ, თავიანთ გასაკეთებელს ყოველ დღე, გასაოცარი ერთგულებით აგურს აგურზე დებენ და აშენებენ საერთო სახლს.

ამ ყოველივეს პარალელურად კი სულიერად იფიტებიან, რადგან თითოეული მათგანი სულიერად მარტოა. ჰესსეს თქმის არ იყოს- ყველა მარტოა, მაგრამ აქ სხვანაირი მარტოობაა. ქართველებივით ფინჯან ყავაზე არავინ განიხილავს საკუთარი ოჯახის პრობლემებს, მეზობლების პრობლემებს, რადგან ამ პრობლემების მოგვარებაც საკუთარ თავზე აქვთ აღებული და მათით არავის ღლიან.

პირადი ცხოვრების პასუხისმგებლობების გამო, დეპრესია ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა, განსაკუთრებით ქალებში.

ყოველ დღე სხვას და საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ შეგიძლია- ძალიან დამქანცველია, მაგრამ გზრდის. ეს ამბიცია აქ ყველას აქვს.

ჩემი ერთი ლექტორი ფაქტს, როდესაც წყვილი საკუთარ დანახარჯს კაფესა თუ რესტორანში თავად იხდის, თანასწორობად აღიქვამს და ვერ მიხვდა, საქართველოში თითქმის ყოველთვის მამაკაცი რატომაა ვალდებული ინიციატივა გამოიჩინოს ან დანახარჯი დაფაროს (ამას ვერც მე ვხვდები, თუმცა კი, ხუმრობით მოეწონა :))))))

აქ ცხოვრება იმდენად მატრეიალური გახდა, რომ ამ მატერიალიზმმა ისინი დაღალეს და გამოფიტეს. ეს ხდება ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც გერმანელი მამაკაცები პარტნიორად გერმანელ ქალს ხშირად უცხოელს ამჯობინებენ. ისინი მეტ მსუბუქ დამოკიდებულებას ეძებენ ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევების პარალელურად.

წყვილები კი გულწრფელად ბედნიერები არიან, რადგან აქ საზოგადოებრივი აზრის გამო თავს არავინ გაიუბედურებს. ყველგან და ყოველთვის გამოხატავენ სითბოს ერთმანეთის მიმართ და ეს გადამდებია.

თუმცა, გერმანია დაღლლილია მატერიალიზმით, მაგრამ სხვანაირადაც არ შეუძლია.

მე მიყვარს ასეთი.

საინტერესოა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG