Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ნინო ჩანქსელიანი

ქუჩაში მარტო მივდიოდი. დაახლოებით საღამოს 7 საათი იქნებოდა, რუსთაველის გამზირს მიუყვებოდი, რამოდენიმე მეტრი გავიარე, სრულიად სიჩუმე იყო, ღამე წყნარი და სასიამოვნო, ფიქრებში გართული რამოდენიმე ნაბიჯი ისე გავიარე, უცებ გამახსენდა, რომ სუპერმარკეტში უნდა შევსულიყავი, ავედი კიბის საფეხურებზე და იქვე მაღაზიის კუთხეში თვალი გამექცა, დავინახე გრძელთმიანი პატარა და ლამაზი გოგონა, თავი მუხლებში ჩაერგო და ხელები ზემოდან გადაეფარა, გული ისე გამიხდა, ცრემლები მომადგა უცებ რამოდენიმე აზრმა გამირბინა“ ნუთუ სულ მარტოა, თნაც ასეთი პატარა, ამ დროს ხომ უნდა აძინებდეს დედა, ეჰ, ეს რა ქვეყანაა, სადაც მარტო უსამართლობაა,“. ვფიქრობდი რა მეთქვა, დავიხარე და ხელი დავადე, გოგონა წამოკრთა, შეშინდა და უფრო მიებჯინა კუთხეს, თავი ისევ დახარა, ხელი მოფერებით ისევ გადაუსვი და ამოიხედა, მუხლებიდან ხატები დაუცვივდა, დავეხმარე აკრეფაში და მივეცი, თვალები ისეთი ნაღვლიანი ჰქონდა, ცრემლები ისევ და ისევ მაწვებოდა, თუმცა გაუღიმე მან უცხოდ შემომხედა და ხატი გამომიწოდა:
-არ გინდა? გაჩუქებ.
-დავიბენი, კი გამოვართვი მაგრამ მივხვდი რა კეთილი ყოფილა.
-მე, რით დაგეხმარო? ვკითხე.
-წყალი მწყურია, მითხრა.
-წამოდი, მაღაზიაში აქვე შეგიყვან და გიყიდი.
-ადგა, ხელი მომკიდა, შევედით.
-ხალხი, გაკვირვებით გვიყურებდა, მაღაზიის თანამშრომელი -დაგვსდევდა და გვათვალიერებდა.
-უთხარი, რომელი გინდა აირჩიე და წავიღოთ, იქით სადაც უნდა გადავიხადოთ.
მივიდა, აიღო, შემომხედა და ხელი ბანანზე გაიწოდა, მეც ორივე გამოვატანიე და სალაროს რიგში ჩავდექით.
ახლა ფიქრებმა შემაწუხეს, როგორ დავტოვო აქ ან რა ვქნა?
გამოსასვლელში ისევ კუთხეში დაჯდა და ამომხედა.
-რა გქვია?
-მე, ნინო მქვია.
-შენ?
-მე მარიამი.
-რა კარგი სახელია.
გაეღიმა, ამ დროს ერთმა ქალმა ჩამოიარა, მარიამს უხეშად ხელი დაავლო, უსაყვედურა, რამდენი დაგრჩენიაო, მარიამი მოიღუშა, გამომხედა და წაიყვანეს.
დამშვიდობება ვერც მოვასწარი, ისე უცებ გააქანეს, მერე ვფიქრობდი, ალბათ ახლობელია, არა უფრო ბებია.
მაგის მერე არ მინახია, როცა იმ ადგილზე გავივლი, სულ ეს შემთხვევა მახსენდება.
ნეტა რა ბედი ეწია მარიამს, ან სად არის?...
სახლში მივედი, ხმა არ ამომიღია, დღიური ავიღე და ჩავინიშნე, და კარგ დღედაც ავღნიშნე, იმ კუთხით, რომ კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი და სულ, მცირედი სურვილი ნეტა თუ აუსრულე....
არ ვიცი, რა მოხდება....
ნეტა მარიამი ვისთან, ან სად არის?....

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG