Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა საჭიროებს მმართველობით სტანდარტებს!


ავტორი: რატი აბულაძე

ეკონომიკა არის სიმდიდრისა და კეთილდღეობის შექმნა. რაც უფრო მეტია ეკონომიკური აქტივობა ბაზარზე, მით მეტი სიმდიდრე იქმნება დამეტად ბედნიერია ხალხი.

ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთავრობის პოლიტიკას აქვს დადებითი ეკონომიკური ეფექტები, თუმცა დაბალი ზრდის ტემპი, „გვერდითი ეფექტები“ და არაპროგნოზირებადი შედეგები აჩვენებს გაურკვევლობასა და უიმედობას. მიზეზი ეკონომიკურ პოლიტიკასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობაშია.

დღეს, საქართველოში, არსებული ეკონომიკურ პოლიტიკა წარმოდგენილია ზოგადი და ბუნდოვანი სტრატეგიული გეგმებით, ეფუძნება საერთაშორისო მოთხოვნების „შემყურე პოლიტიკას“, ეყრდნობა არაეფექტიან მმართველობით პროფილს, აკოპირებს სხვა ქვეყნების არსებულ მოდელებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი მოდელები წარმოდგენილია ცალკეული სეგმენტის ინდივიდუალიზებული ეკონომიკური ეფექტით, რაც ჯამში საზოგადოების ფართო ფენების ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებაზე გავლენას ვერ ახდენს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების საფუძველი მმართველობით პროფილშია, რომელიც ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას ვერ ქმნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან და საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობასთან. დღეს, ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ მმართველობითი გარემოს გარდაქმნით.

რეალობა ცხადყოფს, რომ საქართველოს პოლიტიკურ და მმართველობით გარემოში:

  • გაურკვევლობა უფრო მეტია ვიდრე შედეგი. არსებულ პროცესებს აქვს უფრო პოპულიზმის ეფექტი, ვიდრე რადიკალური ცვლილებების;
  • ცალკეული სეგმენტის ინდივიდუალიზებულმა ეკონომიკურმა ეფექტებმა პოპულისტური გავლენა უფრო იქონია, ვიდრე რეალური. ქვეყანაში რთულია დასახელდეს ისეთი სეგმენტები, რომლის ეკონომიკური კეთილდღეობა ისე გაიზარდა, რომ მივიღეთ საშუალო კლასის სეგმენტი (ცალკეული მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ვგულისხმობ);
  • მმართველობითი სისტემის კონსტრუქცია არ მოიცავს: აკადემიურ რესურსს; ლიდერებსა და ქარიზმატულ მმართველებს; გეგმების შემსრულებლებსა და სტრატეგიული აზროვნების მმართველებით პროფილს;
  • არ გვაქვს პოლიტიკური და მმართველობითი სტანდარტის შეფასების აღიარებული მიდგომები. საზოგადოების ხშირი პროტესტის მიუხედავად, ვადის გასვლამდე „თავი ქუდში აქვთ“. ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკაც მცირეა;
  • ახალი უწყებები უფრო „მარტივად“ იქმნება, ვიდრე ახალი პროგრამა ან სტრატეგიული გეგმა. შესაბამისად, საჯარო უწყებების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მათ კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს განვითარებისათვის არსებული პროგრამები; თითოეულმა უწყებამ, წელიწადში ერთი შედეგიანი სახელმწიფო პროგრამა რომ გაატაროს, საზოგადოებისათვის რაციონალური გახდება საჯარო სტრუქტურების „შენახვა“;
  • ჩვეულ პოლიტიკურ ნარატივად იქცა: ახალი კანონების დაანონსება და „შუა გზაში“ მიტოვება; დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ შესრულება; პროექტის ჯერ დაწყება, ხოლო შემდეგ მოსალოდნელი შედეგების კვლევა და ანალიზი ;
  • მმართველობითი გარემოში, პასუხს არავინ აგებს არაეფექტიან მმართველობით რესურსზე, შეუსრულებელ გეგმებზე, საჯარო რესურსის არაეფექტიან აქტივობაზე, შეუსრულებელ პროგრამებზე,დარგში არსებულ არახელსაყრელ ტენდენციებზე, არსებულ რეგრესზე, დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ბიუროკრატიისა და პოლიტიკის არაეფექტიანობაზე;

არაეფექტიანი მმართველობის დრო უნდა დამთავრდეს. ქვეყანას არ გააჩნია იმის „ფუფუნება“, რომ უყუროს იმ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • რომელთაც არც გლობალური გავლენა გააჩნია და არც ლოკალური;
  • რომლის პოლიტიკურ სიტყვას ერის კონსოლიდაციის ძალა არ აქვს;
  • ვინც ვერ ქმნის ეფექტიან მმართველობით გარემოს და შედეგიან ეკონომიკურ პოლიტიკას;
  • რომლის საქმიანობა დადგენილი მმართველობითი ფუნქცების გარდა არ შემოიფარგლება რეფორმებით, ახალი პროგრამების შექმნით, დარგის განვითარების გეგმებით, სტარტეგიული აქტივობითა და ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების ფორმირებით.

არსებითია ითქვას, რომ საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობის ამაღლებაზე საუბრობს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველოს ეკონომიკა, მცირე მოცულობის გამო გვიჩვენებს, რომ:

  • ქვეყანა საჭიროებს ახალ პოლიტიკურ რესურსს, პოლიტიკური ტრანსფორმაციის სტრატეგიას, ეკონომიკურ პოლიტიკას, ციფრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, სიღარიბის აღმოფხვრისა და ინდუსტრიული პოლიტიკის მოქმედების გეგმას;
  • ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები და სოციალური უთანასწორობა შეიძლება დაძლეული იქნას ახალი პოლიტიკით, ახალი პოლიტიკური რესურსით, საზოგადოების აქტივიზების უნარის მქონე ლიდერებით (ძველი პოლიტიკოსების რებრენდინგის რესურსი იგივეს შედეგებს მოგვცემს, რაც წლების განმავლობაში გვაქვს);
  • სოციალური უთანასწორობა არის ქვეყნის დიდი პრობლემა, სადაც ბუნებრივია დახმარებების ბიუჯეტი არასაკმარისია დახმარების მომლოდინე პირთა წრისათვის. ასეთ პირობებში, ვერც პოლიტიკური და მმართველობითი გარემო ვერ ქმნის სიღარიბის აღმოფხვრის ქმედით მექანიზმს; ვერ უზრუნველყოფს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც შეამცირებდა უმუშევრობას და გაზრდიდა ოჯახის შემოსავლებს;
  • სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები საჭიროებს პროგრამებს და გეგმებს, რომელიც კონცენტრირებას მოახდენს: ახალ ეკონომიკურ და სტრატეგიულ ხედვებზე; განათლებასა და მეცნიერებაზე; აკადემიური რესურსის ათვისებაზე; ციფრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე; სახელმწიფო სისტემის გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებსა და პროცესებზე;
  • ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა მიღწევადია პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს რადიკალურ გარდაქმნით. ახალი პოლიტიკური და მმართველობითი რესურსის პირობებშია შესაძლებელი სოციალური უთანასწორობის შემცირება და პოლიტიკური დისბალანსის დაძლევა;
  • გაანალიზებას საჭიროებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიღწევები და შედეგები, შეფასებას საჭიროებს მათი საქმიანობა (როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე). ამასთან, ანალიზი და შეფასება საჭიროა, როგორც მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, ისე ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაც;

დაბოლოს, ქვეყანაში ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება შესაძლებელია ახალი პოლიტიკური და მმართველობითი ძალის ფორმირების პირობებში, რომელიც არის არა ძველი პოლიტიკური ძალების მოდიფიკაცია, არამედ ახალი და სუფთა რესურსი: აკადემიური რესურსი, ანალიტიკოსები, ექსპერტები. პირები, რომელიც გამოირჩევიან სტრატეგიული აზროვნებით, ანალიზით, ნაშრომებით, შეფასებებით, მეცნიერული მიდგომებითა და საზოგადოების მხარდაჭერით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG