Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: თამარ ჯაყელი

უკრაინა მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად უკვე რამდენიმე თვეა იბრძვის. უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. მოგვიანებით, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო შენობების დაკავებაში გადაიზარდა. საპასუხოდ, ქვეყნის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

ოკუპანტი ქვეყნის -რუსეთის შესაჩერებ;ად კი თანამედროვე მსოფლიო მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება, რეალური ნაბიჯები არ ჩანს, მხოლოდ შეშფოთებისა და აღშფოთების გამოხატვა, ან იმის გაცხადება, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ სიტუაციას არ ცვლის. უკრაინის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული, მშვიდობიან მოქალაქეებს რუსული არმია უტევს, უკრაინა კი ევროპისაგან შველას: იარაღს ითხპვს.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს: მართალია უკრაინა არ ელოდება , რომ სხვა სახელმწიფოების სამხედროები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოლებენ, თუმცა ქვეყანას იარაღი სჭირდებამ რათა თავი დაიცვას.

"უკრაინას შეუძლია თავის დაცვა. ჩვენ არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნების სამხედროები იბრძოლებენ ჩვენი საზღვრების დასაცავად, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ორმხრივი კონსულტაციები არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვეძებთ მშვიდობას და არა - ომს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ გუშინ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მისივე განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციეს დააწესებს, შემოიღებს, უკრაინას კი მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ამასთან, უკრაინის პირველი პირის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. თუმცა ყურადსაღებია ევროპული საბჭოს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტუსკის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროპა ქვეყანას მაშინ დაეხმარება, როცა ევრიკავშირის ქვეყნები კონსენსუს მიაღწევენ.

"უკრაინას მაშინ დავეხმარებით, როდესაც ევროპის საერთო აზრის ფორმულირებას შევძლებთ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით".-აღნიშნა დონალდ ტუსჯიმ.

რას ელოდება ევროპა? ამერიკა? მაშინ როცა რუსული აგრესიის კიდევ ერთი მაგალითი 2008 წელს გვქონდა, მაშინ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს დაესხა თავს და დღეს ქვეყნის ტერიტორიის 20 % დაკარგული გვაქვს?მაშინაც ასე იყო, იყო აღფშოთების გამომხატველი განცხადებები, იყო სანქციებზე საუბრები, თუმცა უფრო მკვეთრი და იმედის მომცემი ნაბიჯები არც მაშინ გადაუდგამს.

უფრო მეტიც, დღეს ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერები არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკერის თქმით, „თუ უკრაინა განაცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში სურს გაწევრიანება, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არასდროს შექმნის".

მისივე თქმით, მას სურს, რომ " უკრაინის კრიზისის გადაწყვეტამ რუსეთი არ დააზარალოს“,

"რა თქმა უნდა, უკრანელ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს საკუთარი გზა. თუმცა ამან არ უნდა დააზარალოს რუსეთი, რომელთანაც არსებობს მომავალი კარგ ურთიერთობებში დაინტერესება. მსურს, რომ უკრაინის კრიზისის გადაწყვეტამ რუსეთი არ დააზარალოს. უკრაინა და ევროპა მიისწრაფვიან რუსეთის ხელისუფლებასთან სარწმუნო ურთიერთობები შეინარჩუნონ“,–განაცხადა მერკელმა. რას ნიშნავს სარწმუნო ურთიერთობები, რას ნიშნავს, განცხადება რუსეთის არ დაზარალების თაობაზე, მაშინ როცა უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარ ქვეყანას იცავს ან სად ილახება რუსეთის სახელმწიფოებრიობა როცა თავად ცდილობს სხვა ქვეყნის ანექსიას ჩემთვის როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის გაუგებარია. ხომ არ არის ეს განცხადება დიიპლომატიის ნაწილი და სპეცაილურად გაკეთებული რუსეთის "საამებლად" არ ეს ვიცი, მაგრამ ფაქტია, ევროპის პოზიციები რუსეთთან მიმართებაში ძალიან სუსტი და არამყარია.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკერის პოზიციას რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში აკრიტიკებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობს. რომ ""კიევში ბოლო ვიზიტის დროს, რომელსაც პოროშენკოს ხელისუფლების მიმართ ბერლინის მხარდაჭერა უნდა ეჩვენებინა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაცია ისე უნდა მოგვარდეს, რომ რუსეთი არ დაზარალდეს. ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა მის მთავრობაში უფრო მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის ფედერალიზაცია არის აუცილებელი და კიევმა სეპარატისტების დამარცხება არ უნდა იჩქაროს, რადგან ამან შესაძლოა რუსეთი დაამციროს. ამავე დროს, ევროპელები დღემდე უარს ამბობენ სიტყვა "შემოჭრის" გამოყენებაზე, იმის მიუხედავად, რომ სარწმუნო ცნობებით, უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა და რეგულარული ჯარის ნაწილები შედის", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის სამიტის დაწყებამდე პოზიციების გამყარებას ცდილობს, მისი მიზანი კონფლიქრტების გაყინვა და ე.წ. სამშიდოებებოების განთავსებაა ამიტომ ევროპამ უკრაინის შებოჭვა უნდა შეაჩეროს და პირიქით მას გვერდით უნდა დაუდგეს.

"მისი მიზანი კი ცეცხლის შეწყვეტა, კონფლიქტის გაყინვა და, ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგებაა, რაც შემდგომში მას საშუალებას მისცემს, უკრაინის დესტაბილიზაცია გააგრძელოს. წინსვლის ერთადერთი გზა, თუნდაც ის რთული და ძვირადღირებული იყოს, არის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება, რათა მან გამარჯვებას მიაღწიოს. ამისთვის ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ პოროშენკოს შებოჭვა, რაც უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებას აქვეითებს. ისინი მზად უნდა იყვნენ, შემოიღონ დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და კიევს უფრო მეტი ეკონომიკური დახმარება გაუწიონ", - ამბობს სააკაშვილი. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, დასავლეთის შემრიგებლური პოზიცია პუტინს უფრო მეტი ავანტიურიზმისკენ უბიძგებს.

P.s ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდებოდა უახლოეს წარსულში, რა ხდება დღეს და ყელანი ერთად ველოდებით მომავალს, სადაც იმედი მაქვს , რომ გამარჯვებულ უკრაინელ ხალხს ვიხილავთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG