Accessibility links

შნუროვის უწმაწურობები და ჭიჭიკო და ბიჭიკოს ბრძოლა მონარქიის წინააღმდეგ


ავტორი: ვალერი ბუკია

ლისის საოცრებათა ქვეყანაში შნუროვმა მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოები იმდენჯერ ახსენა და იმდენჯერ შეიგინა, ალბათ თბილისის მარშუტკების ბოლო გაჩერებებზე არ შეუგინიათ მძღოლებს დასაბამიდან. მერე მსმენელიც აიყოლია, უმრავლესობამ მანდ რუსული არც იცოდა, მაგრამ მამაკაცის სასქესო ორგანოს სამასოიანი სახელწოდების რუსულად ძახილში დიდი ხალისით აყვნენ, რაც მთავარია ეს სიტყვა ყველამ იცის, რატომღაც მგონია სრული დეოკუპაცია მაშინ იქნება და ალბათ MAP-საც მაშინ მოგვცემენ როცა თითო ოროლას თუ ეცოდინება ეს სიტყვა საქართველოში....ერი რომელსაც რუსული გინება და უწმაწური სიტყვები, ასევე ავტომობილის ნაწილების რუსული დასახელებები სისხლში აქვს გამჯდარი ნატოს ვერ ეღირსება. (საინტერესოა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში თუ იგინებიან იქაურები რუსულად და სამუხრუჭე ხუნდებს იქაც კალოდკებს უწოდებენ?)

მანამდე იყო სოფთ ეჯექთი, ბნელი 90-იანების ნათელი წერტილი, ჯგუფი რომელიც როგორც კი გამოჩნდა თავისი ყველაზე ცნობილი ვიდეოთი, მაშინვე შემიყვარდა, მერე სტუდენტობისას მახსოვს მათ კონცერტზე ვერ მოვახერხე წასვლა, მათ მხოლოდ ვარდების რევოლუციის წინა დღეებში მოვუსმინე ლაივში, მაღლივ კორპუსთან უკრავდნენ, პეჩოს გარეშე. რაზმავდნენ სტუდენტებს რეჟიმის დასამხობად სხვა მუსიკოსებთან ერთად, მახსოვს ძლიერი ქარი იყო, მტვერს მაყრიდა სახეზე, თბილისური ქარის მოტანილმა მტვერმა ზედა ტუჩი გამიღიზიანა, დამისკდა და სისხლი მდიოდა, ასე რომ იმ რევოლუციას მთლად უსისხლოდაც არ ჩაუვლია ცოტაოდენი სისხლი მეც დავღვარე.

მშვენივრად დაუკრეს და იმღერეს, სხვებიც აიყოლიეს და ბოლოს მსმენელის ფონზე სელფიც გადაიღეს.

სად როკ-ფესტივალი და სად მონარქია, მაგრამ დღეს კონსტიტუციურ მონარქიის აღდგენაზე რომ დაიწყეს საუბარი, ვიფიქრე, ამ სამეფო ოჯახის და მისი სასახლეების შენახვასა და მატრაკვეცობებზე იმდენი დაგვეხარჯება რომ ეს მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს ბიუჯეტს, იმდენს მაინც ხომ დაახარჯავენ რამდენსაც უკვე უფუნქციო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახარჯავენ. ხო და ისევ და ისევ ნაკლები ხარჯების ხათრით არც მონარქია გვინდა და არც საპარლამენტო რესპუბლიკაა გამართლებული. ჩემი აზრით ჯობია ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკად დავრჩეთ, პრეზიდენიტის ადმინისტრაციის ხარჯები ისედაც გვაქვს და მაშინაც გვექნება, პრემიერმინისტრის ინსტიტუტი თავის აპარატიანად საერთოდ გავაუქმოთ და ის ფული რამე სხვა სასარგებლო საქმისკენ მივმართოთ (მეც გადასახადის გადამხდელი ვარ და მაქვს უფლება დავაფიქსირო ჩემი აზრი)

ჭიჭიკო და ბიჭიკოც კი შეწუხებულნი ჩანდნენ და თავიანთი ორიგინალური სარკაზმითა და იუმორით უტევდნენ რადიო ეთერში მონარქიის აღდგენის მომხრეებს. ეთერში ვინც რეკავდა გვარს ეკითხებოდნენ, აღმოჩნდა რომ ძირითადად გლეხური წარმომავლობის მოქალაქეები რეკავდნენ, მერე ქართული საზოგადოება პირობითად სამ ნაწილად დაყვეს: თავად-აზნაურობა, გლეხები და გლეხუჭები, ვისი აზრიც არ მოეწონებოდათ გლეხუჭებში უშვებდნენ დაუნდობლად. სიმართლე გითხრათ, მათი მოსმენით საკმაოდ გავერთე თბილისურ საცობში გაჩხერილი.

შნუროვის გინება და ჭიჭიკო და ბიჭიკოს სარკაზმი თუ გვიშველის, სხვა თუ არაფერი, გაგვეცინება და ცოტა ხნით მაინც დაგვავიწყდება გაჭირვება და პრობლემები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG