Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაიკავე ტროტუარი“


„დაიკავე ტროტუარი“
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00

თბილისში ავტომობილების მომრავლებისა და პარკირების ადგილების სიმცირის გამო ფეხით მოსიარულეები გადაადგილებისას არაერთ პრობლემას აწყდებიან. მათი განცხადებით, ტროტუარებზე თავისუფლად გავლა, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში, პრაქტიკულად შეუძლებელია: მანქანები დგას არა მხოლოდ სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, არამედ ყველგან, სადაც კი მათი მფლობელი თავისუფალ ადგილს იპოვის. მეორე მხრივ, დისკომფორტს უჩივიან მძღოლებიც. მათი თქმით, სახლსა თუ სამსახურში მისულებს, საკმაოდ დიდი დრო ეკარგებათ ავტომობილის დასაყენებელი ადგილის პოვნაში. რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო აქტივისტების ერთმა ჯგუფმა საბურავებში ჩარგული მცენარეებით ტროტუარების გადაკეტვა სცადა, თუმცა მეორე დღეს მათ ეს სიმბოლური ბარიერები გადადგმული დახვდათ, მცენარეები კი - ამოთხრილი. რას ფიქრობს მერია და „სითი პარკი“ ამ პრობლემაზე და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა ისე, რომ არც ფეხით მოსიარულე დაზარალდეს და არც ავტომობილის მძღოლი?

XS
SM
MD
LG