20 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პაატა კორძაძე. სოციალურ ქსელ facebook-ში, გვერდი „ბუკიას ბაღის ცუგები“, ის ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეგიონების მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრებში მდგომარეობა კრიტიკულია, და დახმარებას ითხოვს. რატომ ვერ ხერხდება ცხოველთა თავშესაფრების მოწყობა ზამთრისთვის და როგორ მუშაობს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ? - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
დათო ქორიძე
რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.