29 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნუკი ღამბაშიძე, თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც მწერალთა სახლის ინიციატივით ზაფხულის დასაწყისში იმართება ხოლმე, 2017 წელს 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს ავტორებს და ლიტერატურის მოყვარულებს.
როგორ დგება ფესტივალის პროგრამა და რა კრიტერიუმით არჩევენ მონაწილე ავტორებს ორგანიზატორები, როგორია ფესტივალის ზრდის დინამიკა და რა როლს თამაშობს ქვეყნის ლიტერატურულ პროცესებში - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.