4 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყო გიორგი ბაბუნაშვილი, ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ლაბორატორიამ მოამზადა დოკუმენტი თბილისის მეტროპოლიტენის წინაშე არსებული გამოწვევების და პერსპექტივების შესახებ, რომელიც შეიცავს არსებული მდგომარეობის ანალიზს და მეტროს ეფექტურიანობის ზრდისკენ მიმართულ რეკომენდაციებს.
როგორ შეიძლება გაამჯობესოს მეტროპოლიტენმა მოქალაქეების მობილობა, რა უპირატესობები აქვს მას სხვა მუნიციპალურ ტრანსპორტს შორის და რა რესურსები არსებობს სხვადასხვა უბნებში მეტროს უფრო მეტი ფუნქციით დასატვირთად - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.