Accessibility links

თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა

11 ადამიანი დაშავდა თბილისის მეტროში, სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს და წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა 7 ადამიანის დაშავების შესახებ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, 30 იანვარს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჩამოიშალა ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქცია. სადგურიდან განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ჭერის ჩამოშლის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილას მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე. მისი განცხადებით, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, თუმცა, სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი.
მეტი აჩვენე

ჩამოტვირთე მეტი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG