12 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ბლოგ "თბილისის მოარეს" ავტორები გვანცა ნიკოლეიშვილი და ნანა კალანდაძე. "თბილისის მოარე" ორმა მეგობარმა 2012 წელს გააკეთა ქუჩებში სიარულისას დაგროვილი თავგადასავლების სხვებისთვის გაზიარების მიზნით. ბლოგი აერთიანებს ტექსტურ, ვიდეო და ფოტო მასალას თბილისის სხვადასხვა უბნიდან. აქვე ნახავთ კონკრეტული ადგილების ალტერნატიულ რუკებსა და ფეხით სასიარულო მარშრუტებს.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.