Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მოულოდნელი ფერიცვალება


თბილისი
თბილისი

23 მარტს, დილით თბილისის თავზე უჩვეულოდ გაყვითლდა ცა. ბევრმა ეს ამბავი გარემოს დაბინძურებასა და ავტომობილების გამონაბოლქვის მაღალ კონცენტრაციას დაუკავშირდა. თუმცა, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა ამბობს, საქმე გვაქვს ბანალურ ოპტიკურ მოვლენასთან.

თბილისი
თბილისი

„ასეთ ოპტიკურ ეფექტს იძლევა თხელი ღრუბელი გაჯერებული უწვრილესი ყინულის ნაწილაკებით, რომლებიც ცვლიან სინათლის შეფერილობას. ვერაფერს ცუდს და უჩვეულოს ამაში ვერ ვხედავთ. ეს არის ისეთივე ოპტიკური მოვლენა, როგორიც ცისარტყელას წარმოქმნაა და არანაირად არ უკავშირდება ატმოსფეროს დაბინძურებას“, - უთხრა რამაზ ჭითანავამ რადიო თავისუფლებას.

თბილისი
თბილისი

თუმცა სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცის ყვითელი შეფერილობა შესაძლოა უკავშირდებოდეს სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით მოტანილ ქვიშას.

აღსანიშნავია, რომ ცის გაყვითლებასთან ერთად სამამდე შემცირდა ულტრაიისფერი გამოსხივების კოეფიციენტი, რომელიც კაშკაშა მზეზე ათია და მზეზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG