5 ივნისს "თავისუფლების დილის სტუმარი იყო არქიტექტორი, ინტერნეტჟურნალ idaaf.com-ის დამფუძნებელი და რედაქტორი, ნანუკა ზაალიშვილი. როგორ ვითარდება თბილისი და რა შეცდომებს უშვებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ქალაქის დაგეგმარებისას და ურბანული პროცესების მართვისას; როგორ შეიძლება სისტემური შეცდომების გამოსწორება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.