ტექდათვალიერების პროცესი იწყება
მომავალი წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერება დიდი მოცულობის ძრავას მქონე ავტომობილების შემოწმებით დაიწყება, ორი წლის ფარგლებში კი ის სრულ ავტოპარკს მოიცავს. პროცესის დაწყება გულისხმობს ტექნიკური დათვალიერებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების რაოდენობის გაზრდასა და მის აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 26 ინსპექტირების ცენტრი მუშაობს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობას. საქართველოში ავტომობილების ტექნიკური შემოწმება 2004 წლიდან გაუქმდა. სატრანსპორტო საშუალებების რეალური ინსპექტირების შემთხვევების პროცენტი საკმაოდ დაბალი იყო და არც ინსპექტირების შედეგები ასახავდა ავტოპარკის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას. ამის გამო შესაბამისმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ აშკარად იკვეთებოდა კორუფციის პრობლემა და რადგან იმ ხანებში რთული იყო ამ საკითხის მოგვარება, გადაწყდა შეეწყვიტათ სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მძღოლებს ინსპექტირების პროცესის თაობაზე ინფორმაციას გააცნობს.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი