Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეო მუხიგულის ნამუშევრები

ლონდონის ისტ ენდში 15 წელიწადი გაატარა თეო-მალხაზ მუხიგულმა, ქართველმა მხატვარმა. მან ორი წლის წინ დატოვა ლონდონი და ახლა როჩესტერში, კენტის საგრაფოშია ხოლმე. ამავე დროს, თეო მუხიგულმა, საქართველოდან 90-იანი წლების ბოლოს ინგლისში წასულმა ხელოვანმა, ბოლო წლებში ადგილი კვლავ იპოვა საქართველოში, მთიანეთში, ერწო თიანეთში. ხატვის ოსტატობას თვითონ დაეუფლა, თუმცა სწავლობდა თბილისის მცირე აკადემიაში, გაიარა კურსი ლონდონში, წმინდა მარტინის ხელოვნების სასწავლებელში. ჰქონია ბევრი გამოფენა, დაამახსოვრდა ლონდონში, უილტონის მიუსიკ ჰოლის ისტორიულ შენობაში, მოწყობილი გამოფენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG