29 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყოთეონა ტურაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელი. მან ილაპარაკა სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ხარჯებსა და მის პროპორციულობაზე. თეონ ტურაშვილის თქმით სკოლების რეაბილიტაციაზე 2014-2017 წლებში სულ 123 მლნ ლარი დაიხარჯა. თუმცა 2014 წლის შემდეგ სკოლების ინფრსტუქტურაზე დახარჯული თანხები სულ უფრო მცირდებოდა 4 წლის განმავლობაში ეს ხარჯი 35% -ით შემცირდა. სკოლების ინფრასტუქტურაზე გაწეული ხარჯები რეგიონების მიხედვით პროპორციულად არ განაწილებულა. კვლევსი ავტორები გეგმავე ხარჯების მიზნობრიობის საკითხი უფრო დეტალურად შეისწავლონ.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.