2 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ნინუცა ნანიტაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვის" წარმომადგენელი, და თამარ კაპანაძე, პროგრამირების სპეციალისტი და ტრენერი.
"ელვისა" და "ჯეოლაბის" ერთობლივი ინიციატივით და USAID-ისა და GITA -ს დახმარებით მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც გულისხმობს რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ლექციების ჩატარებას გრაფიკული დიზაინის, პროგრამირების, ინოვაციების მართვისა და სოციალური მედიის მიმართულებით. ლექციების მიზანია ბავშვების ადრეულ ასაკში დაინტერესება ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით და მათთვის ფუნდამენტური პრინციპებისა და ძირითადი მეთოდების გაცნობა.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.