27 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლები გიგა ბრეგვაძე და ქეთა გაბუნია. მოძრაობა 2 მაისს "საყოველთაო შეკრებას" მართავს, რომელიც მათი წელიწადნახევრიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამება იქნება და მიეძღვნება საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
რას ცვლის აქტივისტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ერთობლივად მომზადებული კანონპროექტი, როგორია კანონმდებლების წინასწარგანწყობა ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და აქტიურობა პრობლემური საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად და რა რესურსები დასჭირდება სახელმწიფოს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა ჰუმანური და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკის მეშვეობით შეცვალოს - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.