რა შეცვალა უფასო წიგნებმა?
უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს უფასოდ ურიგებს. მშობლების თქმით, ისინი სასწავლო წლის დასაწყისში სახელმძღვანელოებისათვის საჭირო 100-150 ლარს ზოგავენ. პედაგოგები ამბობენ, რომ უწიგნობას ვეღარავინ იმიზეზებს და ამ საბაბით, მოსწავლეები გაკვეთილების სწავლას თავს არ არიდებენ. თუმცა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამამ მნიშვნელოვნად დააზარალა გამომცემლობები, რომლებიც სასკოლო წიგნებს ბეჭდავდნენ. ზოგიერთი მათგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობების სარჩელი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, რომლითაც ისინი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამომცემლობებთან მოლაპარაკებების გაგრძელება და წიგნების ფასზე შეთანხმება შესაძლებელია. სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას კი სამინისტრო მომავალ წელსაც გეგმავს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"