.
ჩეჩნეთის მეორე ომი: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში"
ოცი წლის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელმაც განსაზღვრა მისი მმართველობის ბედი.

1
კაცი ჩეჩნეთის დროშას აფრიალებს რეგიონის დედაქალაქ გროზნოში 1995 წელს. მრავალი შენობა დაინგრა რუსული ბომბებითა და სხვა იარაღით ფედერალურ ჯარებსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის 1994-96 წლებში წარმოებულ ომში. ეს ომი ჩეჩნეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობით დასრულდა.

2
ჩეჩენი მამაკაცი 1994 წელს. მოსკოვი საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა რეპრესიებს ჩეჩნების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთში ხშირად მიიჩნევდნენ ხოლმე განსაკუთრებით გაუტეხელ მოწინააღმდეგეებად. ალექსანდრ სოლჟენიცინი, რომელიც თავის ნაწარმოებებში საბჭოთა გულაგს აღწერს, ჩეჩენ პატიმრებზე წერდა, რომ ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები "უარს ამბობდნენ მორჩილების ფსიქოლოგიის მიღებაზე."

3
კაცის გაროზგვა გროზნოში 1996 წელს. ომით გამოწვეულმა ნგრევამ და შედარებითმა იზოლაციამ, რაც მას მოჰყვა, ჩეჩნეთში ხელსაყრელი პირობები შექმნა ექსტრემიზმისთვის. ქუჩაში ძალადობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. 1997 წელს რეგიონმა შარიათის კანონი მიიღო და სასჯელის საჯაროდ აღსრულება დაიწყო.

4
რუსეთის სამხედროები მეამბოხეებს ებრძვიან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელები დაღესტანში გადავიდნენ და იერიშები განახორციელეს, რაც ჩეჩნეთის მეორე ომის ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა.

5
ომის კიდევ ერთი მძლავრი კატალიზატორი იყო საცხოვრებელი სახლების აფეთქებები, რასაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსკოვსა და კიდევ ორ ქალაქში. პუტინმა ამაში ჩეჩენი "ტერორისტები" დაადანაშაულა და დაიწყო მასობრივი საჰაერო იერიში. მაგრამ საცხოვრებელი სახლების აფეთქებებზე დღემდე არ წყდება სპეკულაციები. არსებობს ეჭვი, რომ კრემლმა თავად დაგეგმა ეს ტერაქტები, რათა თავისი შემდგომი ნაბიჯები გაემართლებინა.

6
1991 წლის 1 ოქტომბერს პუტინმა ჩეჩნეთში სახმელეთო იერიშის დაწყების განკარგულება გასცა. ეს ფოტო 2 ოქტომბერსაა გადაღებული.

7
რუსეთის ფედერალური ძალების ჯარისკაცები ჩეჩენ მეამბოხეთა პოზიციებს უშენენ ცეცხლს. სახმელეთო იერიში მიმდინარეობდა არტილერიისა და ავიაციის აქტიური მხარდაჭერით.

8
ჩეჩენი მეამბოხეები ფედერალურ ჯარებს უთვალთვალებენ 17 ოქტომბერს.

9
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები ჩეჩნური სოფლის თავზე. შორი რადიუსის იარაღის გამოყენებით რუსეთის ჯარები შედარებით იოლ გამარჯვებებს აღწევდნენ, მაგრამ დიდი იყო მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

10
გზის მიმართულებით, რომელსაც ჩეჩენი მეამბოხეები იყენებენ, ისვრიან რუსულ რაკეტა "ტოჩკას", რომელსაც ნახევარი ტონა ასაფექებელი ნივთიერების ზიდვა შეუძლია. რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს რამდენიმე ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა, რომლებმაც 21 ოქტომბერს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა გროზნოს ცენტრში.