კაცები, რომლებიც საჯაროდ კოცნიან ერთმანეთს ტუჩებში, შესაძლოა დღევანდელ რუსეთში იშვიათი მოვლენა იყოს, მაგრამ ერთ დროს რკინის ფარდის მიღმა, ტუჩებში ამხანაგური კოცნა ძმობის პროტოკოლის ნაწილი იყო.
საბჭოთა კოცნა გაქრა, თუმცა ის აღარავის ენატრება
11
სსრკ-ის არსებობის ბოლო დღეებში, 1991 წელს, საბჭოთა მაღალჩინოსანი ივან სილაევი საკოცნელად იხელთებს ჩოგბურთის ჩემპიონს ანდრეი ჩერკასოვს, რომელიც უკეთეს მომავალზე ოცნებობს.
12
2005 წელს გადაღებულ ამ ფოტოში ვლადიმირ პუტინს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი კოცნის და ეს ჩვენ მიერ მიკვლეული უკანასკნელი ფოტოა, რომელიც საბჭოთა კოცნას ასახავს.
13
მაგრამ არსებობენ ისეთი მტკიცე კომუნისტები, როგორიც უშანგი დავითაშვილია. ის თბილისში, საკუთარ ბაღში მოწყობილ სტალინის სალოცავს მეთვალყურეობს და ტუჩებში კოცნის ტრადიციაც ისევ გრძელდება, თუნდაც ეს ტუჩები უკვე ქვად იყოს ქცეული.