Accessibility links

საქართველოში აპროტესტებენ ციხეში პატიმართა წამებას

თბილისში, ფილარმონიასთან და რამდენიმე სხვა ადგილას გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებზეც პროტესტი გამოთქვეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამების გამო. ასობით ადამიანს შორის პატიმართა ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ. დემონსტრანტების მოთხოვნებს შორის არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტიდან გადამდგარი ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას გასამართლება.

თქვენი მოსაზრება

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG