Accessibility links

მოწინააღმდეგის პოზიციაში თავის ჩაყენების მცდელობა, კონფლიქტის მეორე მხარეს მყოფთა განცდის გაზიარება, შერეული ოჯახების მიერ აღქმული კონფლიქტი - ეს არის თემები, რომლებზეც გადაცემის რესპონდენტები საუბრობენ. გადაცემის სტუმრები კი იმ გზავნილების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც ე. წ. სამხრეთ ოსეთში ორგზის წარმართულ კონფლიქტს უძღოდა წინ ან, პირიქით, ომის შემდგ გაჩნდა და რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგაც აქტუალურია.

როგორ უნდა შეიცვალოს გზავნილების შინაარსი, იმისათვის რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო ნიადაგი შეიქმნას - ეს არის დღევანდელი „გადაკვეთის წერტილის“ სასაუბრო თემა. გადაცემის სტუმრები: თემურ არბოლიშვილი - ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ხელმძღვანელი; შოთა შველიძე - „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG