7 მარტს ”ქორთიარდ მერიოტში”, ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმისა" და ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" ორგანიზებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ერთი წლის წინ წამოწყებული პროექტის - ”პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის” - შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო. რა პირობებში იხდიან ქალები სასჯელს და რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად? რას აკეთებს სახელმწიფო მათი პირობების გასაუმჯობესებლად და როგორია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები? - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენელს საქართველოში, ცირა ჭანტურიას ესაუბრა.
-
ეკა ქევანიშვილი
მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.