ლანდშაფტის ცვლილების გამომწვევი მშენებლობები თბილისში
თბილისში, ჟვანიას ქუჩისა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, უკვე დღეებია, ნიადაგს ამზადებენ და კლდეს მძიმე ტექნიკით ანგრევენ. ინფორმაცია მიმდინარე მშენებლობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ” გაავრცელა. მშენებლობით შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობაც. თბილისში ეს ერთადერთი მშენებლობა არ არის, რომლისთვისაც ლანდშაფტის შეცვლა გახდა საჭირო. თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვას მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს. სამსახურში ვიდეოკომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, ტექსტურ განმარტებაში კი ნათქვამია, რომ ეს კონკრეტული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მშენებლობის ნებართვა გაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტის - მათ შორის ტერიტორიის საინჟინრო- გეოლოგიური საექსპერტო შეფასების - წარდგენის საფუძველზე.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში