აფეთქება და სროლა სტამბოლში
სტამბოლში ორმა ექსტრემისტმა ქალმა ყუმბარა ესროლა და ცეცხლი დაუშინა თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. მანამდე ამ უკანასკნელებმა ალყა შემოარტყეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელშიც, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ ექსტრემისტი ქალები იმალებოდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად სამართალდამცველებმა ორივე ექსტრემისტი მოკლეს. ისინი წარმოადგენდნენ თურქეთში აკრძალულ ულტრამემარცხენე, მარქსისტულ ორგანიზაციას სახელწოდებით სახალხო გათავისუფლების რევოლუციური ფრონტი. შარშან ამ ორგანიზაციის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს სტამბოლში აშშ-ის საელჩოს (რეიტერის ვიდეო).
ეპიზოდები
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები